GE
27 აპრილი, 2020 10:24

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე, 22 აპრილი დისტანციურად აღნიშნეს.

პატარებმა მოამზადეს და წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პოსტერები, პარალელურად უფროს კლასელებმა მოამზადეს პრეზენტაციები დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები.

,,სწორედ ეს თაობა ხედავს და აღიქვამს თუ რა საფრთხის წინაშე დგას თანამედროვე  კაცობრიობა. ამ თაობას შეუძლია ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზების დასახვა ბუნების და გარემოს სასიკეთოდ“, – აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა-ლიცეუმის პედაგოგები ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებენ  თავიანთ აღსაზრდელებს!

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა