GE
12 სექტემბერი, 2018 17:22

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ ამაყობს კურსდამთავრებული მოსწავლეების წარმატებებით. მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. კერძოდ, 12 კურსდამთავრებულიდან სამმა მოსწავლემ ნიკოლოზ გელოვანმა, ლილი სალაძემ და ელენე ღამბარაშვილმა 100% გრანტი აიღეს და სწავლა სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელეს. 70% გრანტი აიღო ნიკოლოზ დოგრაშვილმა და 50% გრანტი კი მარიამ ძამაშვილმა.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა