GE
13 იანვარი, 2016 15:37

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლემ მარიამ ძამაშვილმა ფოტოკონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა

სკოლა ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლემ მარიმ ძამაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პროექტის ,,ბუნება მბრძალენებლია” ფარგლებში ჩატარებულ ფოტოკონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა

12370739_984781054925198_5565990053770529682_oკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს – „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.

კონკურსის თემატიკა პროექტ ,,ბუნება მბრძანებელიას“ მიზნებს ეხმიანება: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მარინე უგულავა გახლავთ,

საკონკურსო ფოტომასალა ავტორებთან ერთად კონკურსის ჟიურის წევრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორებმა გაარჩიეს. პროგრამის ხელმძღვანელი – ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი – სულხან მელაძე, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი – რუსუდან კვარაცხელია.

12357097_985572764846027_4989711387866442567_o20 დეკემბერს ფოტოკონკურსის შედეგებიც გამოცხადდა, პირველი ადგილი სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნას“ მოსწავლემ მარიამ ძამაშვილმა მოიპოვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გარდა პირველი სამი ადგილისა, სამი ფავორიტი საკონკურსო ადგილიც გამოავლინდა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა