15 მაისი, 2017 12:11
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლემ ნახატების კონკურსში გრანტი მიიღო
თბილისში, ორგანიზაცია ,,დრიმ სამიტ“-ის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ნახატების კონკურსი თავისუფალ თემაზე. საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან და ნახატები გაიგზავნება სამხრეთ კორეაში.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ VIII კლასის მოსწავლე ნიკა შანიძემ, რომელსაც წარმატება ხვდა წილად. მისი ნაშრომი მოწონებულ იქნა. მან მიიღო გრანტი და დაჯილდოვდა 200 ლარით.