GE
22 მაისი, 2018 13:50

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” პირველკლასელებს ქართულ ენაში განსხვავებული გაკვეთილი ჩაუტარდათ

სკოლა-ლიცემ “ცოდნას” პირველი კლასის მოსწავლეებს ქართულ ენაში ჩაუტარდათ გაკვეთილი თემაზე “ჭიანჭველა და ფუტკარი”. მასწავლებელმა, მედეია ბოლქვაძემ, გაკვეთილი დაიწყო მოლოდინის ხის შევსებით, მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოლოდინს – როგორი იქნებოდა და რას ელოდნენ გაკვეთილიდან. შემდეგ ბავშვებმა გადაინაწილეს როლები და წაილითხეს ტექსტი, მათ მასწავლებლის დახმარებით შეავსეს ასოციაციური რუკა მწერების შესახებ.

გაკვეთილის ბოლოს შეამოწმეს მოლოდინები და თითქმის ყველა მათი მოლოდინი გამართლდა, გაკვეთილი იყო სახალისო, ინფორმაციით დატვირთული, თვალსაჩინოებებით და სასწავლო რესურსებით მდიდარი და საინტერესო.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა