GE
22 დეკემბერი, 2015 14:18

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასა“ და ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასა“ და ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია ორი ქვეყნის მოსწავლეების გაცვლითი პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავს, ამერიკაში მყოფი ქართველი მოსწავლეების საქართველოში ჩამოსვლას და ქართული კულტურის უკეთ გაცნობას.

საღამოს ესწრებოდნენ ლეგენდარული პოეტი, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი და გლდანის გამგებელი, ბატონი ბესო ქარცივაძე, რომლებმაც პატარა ემიგრანტებს დიდი სიყვარული და წარმატებები უსურვეს.

სტუმრებს საჩუქრად ქართული სახელმძღვანოლოები გადაეცათ.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა