GE
25 თებერვალი, 2020 11:36

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის, ასევე გრძელდება მობილობა/მიღება სხვა კლასებში.

მშობლებო, თუ ეძებთ თქვენი შვილისთვის თბილ, დაცულ, ოჯახურ მაგრამ ამავდროულად სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს კერძო სკოლა “ცოდნა” გელით.

I კლასიდან გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. საგნობრივი სწავლების პარალელურად ისწავლება: ზოგადი უნარები, ჭადრაკი, სამეჯლისო და ქართული ცეკვა.

ასევე სკოლაში გახსნილია სხვადასხვა სახის წრე: ფეხბურთი, კალათბურთი, ტანვარჯიში, ცურვა, კარატე. სკოლას ემსახურება მიკროავტობუსები.

ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი 5 წლის ბავშვებისთვის I კლასში შესასვლელად. მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან დილის 08:30 საათიდან 18:00 საათამდე ორჯერადი კვებითა და გაკვეთილების მომზადებით.

“ძვირფასო მშობლებო, აირჩიეთ ჩვენი სკოლა, გპირდებით კმაყოფილი დარჩებით. გელოდებათ მრავალი სიურპრიზი”, – აღნიშნეს სკოლაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო კითხვარი.

დარეკეთ: 577 78 00 77 (ნაზი ნადირაძე)
მისამართი: დ.სარაჯიშვილი გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან – ჭედიას ქუჩის დასაწყისში)

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა