GE
7 ივნისი, 2017 17:36

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ჩატარდა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი საღამო ,,მზიანი გულის მწერალი”

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” სასწავლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი საღამო ,,მზიანი გულის მწერალი”. პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი დარეჯან ცხომარია.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ VII-XI კლასის მოსწავლეები. საღამოს ესწრებოდა ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე და ოჯახის ახლო მეგობრები, თბილისის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა ციმაკურიძე, მოსწავლეთა მშობლები და სხვები.

მოსწავლეები და მასწავლებლები მიწვეულნი არიან ნოდარ დუმბაძის დარბაზში (ეროვნული ბიბლიოთეკა) მწერალზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაზე.

https://www.youtube.com/watch?v=wnS0otO1atA

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა