GE
23 მარტი, 2021 11:41

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

21 მარტს აღინიშნება ,,დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე“. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა, აღინიშნება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) პედაგოგები მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მეტად ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა აქტივობას მართავენ პროექტებით: ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, ,,ჩვენ ვაკავშირებთ“, ,,46+1“, ,,ჩვენ მეგობრები ვართ“ და ა.შ.

წელს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ,,უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიციის შესაბამისად, მოხატეს წინდები და შეუერთდნენ მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვის იდეას. ფერადი წინდებით მიიქციეს გარშემომყოფთა ყურადღება და გახდნენ ინფორმაციის გამავრცელებლები. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ აღსაზრდელები უგზავნიან მათ გზავნილს: ,,მე შენ მიყვარხარ – ჩვენ მეგობრები ვართ“

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)