12 აპრილი, 2017 13:03
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკურ უნარებს პრაქტიკული მეცადინეობებით უვითრაებენ
სკოლა-ლიცეუმი “ცოდნაში” დაწყებით კლასებში ხდება ინტუიციური წარმოდგენის შექმნა სიდიდეებზე, მათ გაზომვაზე.
IV კლასის მოსწავლეები გაეცნენ მასის ერთეულებს. ამ ეტაპზე საკითხის მხოლოდ პრაქტიკულ მხარეზე გამახვილდა აქცენტი. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ერთმანეთისგან განასხვავეს ორი სიდიდე – მასა და წონა. იმუშავეს პრაქტიკულ ამოცანებზე და ჯგუფური პრინციპით გადაწყვიტეს ამოცანებში დასმული პრობლემებიც.