GE
15 აპრილი, 2022 15:43

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” დედაენის დღე აღნიშნეს

1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დღეა.დღე,როდესაც ქართული ენა გვაჩუქეს წინაპრებმა.საქართველოს ისტორიასთანნ ერთად,ეს დღე უმნიშვნელოვანესია სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” სრული კოლექტივისთვის,ამიტომ მისადმი მიძღვნილი დღე გაიმართა,სადაც მოსწავლეები მოეფერნენ ჩვენს ხელი-ხელ საგოგმანებელ ასო-ბგერებს,გაიაზრეს მათი სიდიადე და მნიშვნელოვნება.

დედაენის დღის ფარგლებში მერვე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ხელმაძღვანელები ლ.ბაზაძე და ხ.გრძელიძე).

მეათე-მეთერთმეტე კლასებში ჩატარდა შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში,რომელიც 1978 წლის 14 აპრილის განხილვითა და დოკუმენტური ფილმის ჩვენებით შემოიფარგლა.

ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ასევე შეიქმნა მეექვსე-2 კლასის ვიდეოსლაიდი ,,ჩვენ გვიყვარს ქართული ენა” – ე.თევზაძის ხელმძღვანელობით.

ულამაზედას გაფორმდა დღე კედლის გაზეთების,ბუკლეტებისა და პოსტერების გამოფენით მეხუთე-2 კლასის მიერ ნ.მელქაძისა და ხ.გრძელიძის მეთაურობით.

დარეჯან ცხომარიას ხელმძღვანელობით კი ჩატარდა ტელეხიდი პროექტ ,,ქართული ფესვების” ფორმატში.

ასეთი დატვირთული იყო დედაენის დღე სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ცოდნელებისთვის,რათა მიეღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი ენის მნიშვნელობაზე.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები