16 მაისი, 2018 12:57
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” გლდანის რაიონის გამგებელმა საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საგანმანათლებლო ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში“ ჩატარდა.
ტრენინგის დაწყებამდე IX-X-XI კლასის მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა. აღნიშნულმა ტრენინგმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექცია მადლობა უხდის გლდანის რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს სკოლაში სტუმრობისათვის.