სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ მუსიკალური და ლიტერატურული ონლაინ საღამო გაიმართა
მუსიკალური და ლიტერატურული ონლაინ საღამო მიეძღვნა ზურაბ ხაბაძის, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას.
ონლიან საღამო თურქეთის რესპუბლიკაში ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლების მერი დიასამიძისა და სოფო ბოლქვაძის ორგანიზებით და ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელი თურქეთის რესპუბლიკაში, კალიგრაფი, ელამი გუმუში.
ონლაინ საღამოზე მრავლად იყო პოეზია და მუსიკა. სკოლის მოსწავლეებმა – საბა აბლოთიამ და ნიკოლოზ პაპიაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა და წაიკითხეს ლექსები.
ზურაბ ხაბაძის, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ხსოვნსადმი მიძღვნილ ონლაინ საღამოს ესწრებოდნენ:
- გელა ჯაფარიძე – საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში;
- თიკა სვანიძე ვენკო – ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი;
- თამარ გუდავა – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
- დავით თედორაძე – მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- ისმეთ აჯარი – თურქეთ–საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის ვიცე პრეზიდენტი;
- გურამ ფუტკარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯომარე და ბათუმის კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი;
- ბაიარ შაინი – მომღერალი;
- ბელა ქებურია – პოეტი, მრავალი პრემიის ლაურეატი, ზურაბ გორგილაძის სახელობის ნორჩ შემოქმედთა კლუბის “ზღვაურის” ხელმძღვანელი;
- ჰავა აიდინი – სტამბოლის ქართული კულტურის ასოციაციის წევრი;
- მაყვალა ხარებავა – იზმირში, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწე, თურქოლოგი, მთარგმნელი;
ასევე საპატიო სტუმრები იყვნენ ბატონი ფრიდონ ხალვაშის დის შვილი, მერაბ ბერიძე და ქალბატონი ლეილა კეკელიძე ფრიდონ ხალვაშის და, რომლებიც ღონისძიებას ერთვებოდნენ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლმუზეუმიდან.