GE
13 ივნისი, 2019 12:33

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” პოეზიის საღამო გაიმართა

სკოლა „ცოდნა“ (დირექტორი ნაზი ნადირაძე) „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიას“ საიუბილეო საღამოს მასპინძლობდა. ღონისძიების დაწყებამდე სკოლის ეზოში დაირგო სტუმრების მიერ მოტანილი მარადმწვანე მცენარეთა ნერგები.

პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა საღამო საინტერესოდ წარმართა, სადაც მონაწილეობდნენ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანები, სასულიერო მოღვაწე პოეტები და მწერლები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ნანა ციმაკურიძე და ავჭალა-გლდანისხევის საუბნო განყოფილების უფროსი ბატონი გიორგი ჭიღლაძე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები ადგილობრივი თემის მცხოვრებნი, სკოლის თანამშრომელები, მესამე საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ პროზისა და პოეზიის ავტორთა გამოსვლებს. სტუმრებმა სკოლას გადასცეს საჩუქრად წიგნები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის დამფუძნებელს ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილს საინტერესო და სასიამოვნო საღამოს ორგანიზებისთვის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება