1 თებერვალი, 2017 13:00
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სხვა ფორმატით ჩატარდა
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ჩატარდა განსხვავებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გამოიკვეთა კავშირი ბუნებისმეტყველებასთან. გაკვეთილის თემა იყო პიესა ,,სოკოს ქვეშ”.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,მკითხველთა თეატრი” როლური თამაშით. გაითავისეს თითოეული მოქმედი გმირის ჟესტიკულაცია და ინტონაცია. წარმოაჩინეს წინარე ცოდნა ბუნებისმეტყველების გაკვეთილებიდან. ისაუბრეს ბუნების წარმომადგენლების შესახებ და მიიღეს კიდევ ახალი ინფორმაცია.
გაკვეთილის ამ ფორმით ჩატარების ინიციატორი მასწავლებელი თეკლე ბეგიაშვილი იყო. საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილი, რომელიც თითოეული მოსწავლისათვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.