13 ივნისი, 2017 13:44
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ჩატარდა შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რაც მიზნად ისახავდა ამ მეცნიერებების პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
თამაშში ჩართულნი იყვნენ სკოლის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. ინტელექტუალური თამაში მიმდინარეობდა დიდი ინტერესითა და ხალისით.