GE
12 ნოემბერი, 2018 17:05

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სასწავლო-შემოქმედებითი პროექტის – „მეგობარო, ხელი გამომიწოდე“ დასკვნითი ნაწილი განხორციელდა

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სასწავლო-შემოქმედებითი პროექტის – „მეგობარო, ხელი გამომიწოდე“ დასკვნითი ნაწილი განხორციელდა.

პროექტის კოორდინატორი სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია იყო.

პროექტის ფარგლებში, სკოლას შაუმიანის №1 და №2 საჯარო სკოლების დირექტორები – არტუშ ურუმიანი და ანაიდა რესტევანიანი, პედაგოგები და მოსწავლეები საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ.

პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს:

  • ინგლისური ენის გაკვეთილზე და საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებზე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) დასწრება;
  • ექსკურსია ცქრიალა ღვინოების ქარხანაში – „ბაგრატიონი“.
  • მეგობრული მატჩი ფრენბურთში;
  • სახალისო ვიქტორინა: „რა? სად? როდის?“;
  • თვითშემოქმედებითი კონცერტი სამივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა