GE
31 მაისი, 2021 11:28

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასკოლო კონფერენცია ჩატარდა

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასკოლო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილობა მიიღეს VIII, IX, X კლასის მოსწავლეებმა.

  • თემა – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“
  • მასწავლებლები: ქ.მანია, გ.ბაჩალიაშვილი და მ.ჭანტურია

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდზე, ილია ჭავჭავაძის და 60-იანელების მიერ გაშლილ ეროვნულ მოძრაობაზე, რომელმაც ქართველი ხალხი მიიყვანა ეროვნულ თავისუფლებამდე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის ხანაზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკირ მდგომარეობაზე, სახელმწიფოებრივ სიმბოლიკებზე, საქართველოს საკითხზე ერთა ლიგაში, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მარო მაყაშვილზე, დემოკრატიული ხელისუფლების ემიგრაციაში გამგზავრებაზე.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)