GE
25 დეკემბერი, 2020 12:34

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ და აქტიური ცოდნელები

უდაოა, რომ დისტანციური სწავლება დღევანდელი რეალობის განუყოფელი და განმსაზღვრელი ფორმაა. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“, დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, დაუღალავად, შემართებითა და მოტივაციით უძღვება ამ რთულ პროცესს. სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს, დაწყებითი კალსების პედაგოგები სახალისო სიხლეებსა და აქტივობებს სთავაზობენ აღსაზრდელებს.

“მედალს ორი მხარე აქვსო და როგორც ყოველთვის, ამ ეტაპზეც, სკოლ-ლიცეუმ ,,ცოდნას“ გუნდმა, ერთობლივად შეძლო მედლის დადებითი მხარის პოვნა. საყოველთაო სტრესის პირობებში, ჩვენი სკოლის აღსაზრდელები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით და მხიარულ აქტივობებში”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები კი ასე გამოიყყურება:

პირველი კლასის მოსწავლეებმა ვიდეო რგოლით წაიკითხეს შესწავლილი ასო-ბგერები, საახალწლო ლექსები, გააკეთეს შემოქმედებითი პრეზენტაცია საკუთარი ნახატებისა წელიწადის დროებთან დაკავშირებით; გეომეტრიული ფიგურებით შექმნეს სახალისო აპლიკაციები; მიიღეს მონაწილეობა პროექტში ,,პატარა პრეზეტატორები“ თემით: ,,ჩემი საყვარელი ხილი“.

მეორე კლასის მოსწავლეებმა სახალისო ვიდეო გამოწვევით გააცოცხლეს ანდაზები; შესწავლილი ნაწარმოებებიდან აარჩიეს სასურველი ლექსი, მოთხრობა და შექმნეს შესაბამისი ნახატი და აფიშა; მიიღეს მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, ასევე პროექტში: ,,მასტერ შეფი – მათემატიკაში“. ხელოვნების გაკვეთილზე მარტივი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით შექმნეს მატარებელი; სხვადასხვა მასალით დაეუფლნენ ძერწვის ტექნიკას და გამოძერწეს სახალისო თოვლის ბაბუები;

მესამე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი მასალით გააკეთეს დიორამა; ნახატებით გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები; სახალისო პროექტის ,,ჩემი პორტრეტის“ ფარგლებში, შექმნეს სახალისო აპლიკაციები; მიიღეს მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, შექმნეს ულამაზესი ,,ჰერბარიუმი“

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მეორე და მესამე კლასების აღსაზრდელებმა ერთობლივი პროექტით გაიხსენეს პოეტი ანა კალანდაძე და მის იუბილეზე წაიკითხეს ლექსები კალანდაძის შემოქმედებიდან.

მეოთხე კლასის მოსწავლეები თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში გაეცნენ დიდი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მისი მხატვრული ენა გააცოცხლეს საკუთარ ნამუშევრებშიც; მიიღეს მონაწილეობა პროექტებში : ,,გამოჩენილი ქართველი მეფეები და გმირები“; ,,მე მიყვარს ჭადრაკი“. მე და საზოგადოების პროგრამის ფარგლებში გააკეთეს სარეკლამო ვიდეო რგოლები.

აღსანიშნავია რუსული ენის კვირეულის ფარგლებში საახალწლო ლექსების მხატვრული პრეზენტაცია.

ინგლისურის კათედრა დაუღალავად მუშაობს მოსწავლეებთან სხვადასხვა თემებით, გვახალისებენ მრავალფეროვანი ვიდეო რგოლებითა და ნახატებით: ,,ჩემი ოჯახი“, ,,მე და სამზარეულო“, ,,ჩემი საუზმე“, ,,საშობაო განწყობა”, ,,ახალი წლის აღნიშვნა“, ,,ფერადი სათამაშოების სამყარო“.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“, დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით მომავალშიც გეგმავს საინტერესო სიახლეებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, სრულიად საქართველოს უსურვებს ჯანმრთელობასა და მხნეობას.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა