GE
3 ოქტომბერი, 2019 12:46

სკოლა-ლიცეუმი “ცოდნა” ევროპის სპორტულ კვირეულს შეუერთდა

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” შეუერთდა ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს. კვირის განმავლობაში დაწყებით საფეხურზე ჩატარდა მხიარული სტარტები, ხოლო უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს მინიფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატში.

მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შეიქმნა კედლის გაზეთი ,,სპორტი”.

სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ დუგლას დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მკლავჭიდის ჩემპიონატში და 19 წლამდელთა შორის II ადგილი დაიკავა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა