GE
2 ივნისი, 2021 10:53

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ მსოფლიოს ბავშვებს ულოცავს 1 ივნისს

1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი და ხალისიანია, რადგან  აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე)  გუნდი, დირექტორის, ქალბატონი ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, ქმნის მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, ოჯახურ გარემოს, სადაც ყოველი დღე ზეიმია, ყოველი დილა ხალისიანი განწყობის შექმნით იწყება. აღსაზრდელები აქტიურად არიან ჩრთულნი სხვადასხვა აქტივობებში და საზეიმო განწყობასაც ამ აქტივობებით იქმნიან.

ბავშვები – მშვიდობა და სიყვარულია, ყველაზე ძვირფასი საგანძურია, რაც გაგვაჩნია. ხვალინდელი წარმატებული საქართველოს საწინდარი.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ მსოფლიოს ბავშვებს ულოცავს 1 ივნისს და უსურვებს ლაღ, ბენიერ, უღრუბლო ცხოვრებას!!!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)