GE
25 დეკემბერი, 2018 10:31

სკოლა-ლიცეუმი “ცოდნას” მეექვსე კლასის მოსწავლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნას” მეექვსე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან (ნინო მელქაძე და ეკა თევზაძე) ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მოსწავლეებს ნინო გედენიძემ და გიორგი კეკელიძემ უმასპინძლეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი.

მოსწავლეებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოში პირველმა და კავკასიაში ყველაზე დიდმა წიგნის მუზეუმმა, რომელშიც თავმოყრილია მინიატურული და სხვადასხვა ეპოქაში გამოცემული წიგნები.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა