4 თებერვალი, 2019 16:18
სკოლა-ლიცეუმი “ცოდნაში” წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს გამოჩენილი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები. სკოლის დირექტორმა კი ნაზი ნადირაძემ პირველკლასელებს წაუკითხა საბავშვო ნაწარმოებები.
აქტივობაში შეუერთდნენ სკოლის პედაგოგები, მშობლები და უფროსკლასელები. ხოლო აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო მელქაძე ხელმძღვანელობდა.