GE
23 იანვარი, 2020 17:36

სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ სლოგანის ფარგლებში „სიკეთე გადამდებია“ კიდევ ერთი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა

,,სიკეთე გადამდებია“ – ამ სლოგანის ფარგლებში ბევრი აქტივობა განხორციელდა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობელთა ჩართულობით.

აღსანიშნავია ,,ცოდნას“ IV(1)  კლასის დამრიგებლის ბედეია ბოლქვაძისა და მშობელთა თანადგომა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდთან. I(1) კლასის დამრიდებლის ლიკა ლაგვილავას და მოსწავლეთა მშობლების ინიციატივით, დახმარება გაეწია თემის ხელმოკლე ოჯახის პატარებს ტკბილეულით, სათამაშოებით და საჭირო სასკოლო ნივთებით.

,,ქველმოქმედება უანგარო დახმარებას გულისხმობს, არ შეიძლება ადამიანი მოწყალე, კეთილი, უხვი იყოს და ამავდროულად მზრუნველობა, ერთგულება და სიმამაცე არ ახასიათებდეს. სწორედ, ამ თვისებების განვითარებას ცდილობენ სკოლის მასწავლებლები აღსაზრდელებში“, – აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძე, რომელიც თავად არის მაგალითი თითოეული მოსწავლისთვის სიკეთისა და თანადგომის გამოვლენისა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება