GE
18 აპრილი, 2019 13:34

სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, სკოლა-ლიცეუმ „ცოდნა“-ში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიის მნიშვნელობა გაეაზრებინათ და შემოქმედებითი უნარები განვითარებოდათ.

მოსწავლეებმა მცირე წიგნები – „ქართული ანბანი“, „ჩვენი ზღაპრები“, „ქართველ პოეტთა ლექსები დედაენაზე“ ერთ ლამაზ სანახაობაში გააერთიანეს.

ამავდროულად მათ კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელზეც დედა ენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსეს.
ღონისძიებას ესწებოდა გამგებლის მოადგილე ქალბატონი ნანა ციმაკურიძე, გლდანის რაიონის გამგეობის ავჭალა, გლდანის ხევის საუბნო განყოფილების უფროსი ბატონი გიორგი ჭიღლაძე და ავჭალის მაჟორიტარის წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება