12 ოქტომბერი, 2017 15:29
კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ერთ-ერთი გამარჯვებული სკოლა ,,ლომისი 1″-ის პედაგოგია
სკოლა “ლომისი 1”-ის ფიზიკის პედაგოგი ლევან ლორია EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის “მასწავლებლები კონსტიტუციაზე” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, რომელიც საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE-მ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
16 პედაგოგს საქართველოს რეგიონებიდან და რაიონებიდან გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
სკოლა ,,ლომისი 1″ ულოცავს სკოლის პედაგოგს, ლევან ლორიას ამ კონკურსში გამარჯვებას.