სკოლა “ნინო” 25 წლის ხდება
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინო” ინტენსიურად ემზადება სკოლის დაარსების საიუბილეო წლისათვის.სკოლის დაარსების 25-ე წლის აღსანიშნავად გაანალიზდა ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულის შემდგომი წარმატებები.საქართველოს ნებისმიერი სკოლა იამაყებდა ჩვენი ყოფილი მოსწავლეების მიღწევებით.
ყველაზე წარმატებული მაინც ჩვენი საყვარელი და უნიჭიერესი გოგონა მარიამ შავერდაშვილია. მან ყველა საატესტატო გამოცდაზე,რვავე საგანში მიიღო ფრიადი 10 ქულა.ამჟამად სწავლობს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, სტიპენდიანტი და იქაც ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია.
მარიამს სწორს არ უდებს ჩვენი ნათია მამაიაშვილი, რომელმაც 7 ათიანი მიიღო, ლევან და გიორგი ჯიქიები, ლევან კიღურაძე, ნინო ფუტკარაძე. მარიამი ჭელიძე, გიორგი მიდელაური, ინგა ფრიდონაშვილი, გიორგი შუბითიძე, გიორგი გულისაშვილი,გვანცა ოქრიაშვილი, სხვები და სხვები;
ათობით ჩვენი სკოლა გავლილი, საოცრად ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ყოფილი მოსწავლე უკვე ქვეყნის სამსახურშია და სკოლა გულწრფელად ამაყობს მათი წარმატებებით!