სკოლა “ნინოს” მე-3 კლასის მოსწავლეებმა კოსტუმირებული ღონისძიება წარმოადგინეს
სკოლა “ნინოს” მე-3 კლასის მოსწავლეებმა კოსტუმირებული ღონისძიება წარმოადგინეს.
“კვლავ ერთი ლამაზი დღე…კვლავ სიყვარულით ანთებული თვალები… საიმედო უბეში დაფრთიანებული პატარები ახალ ბილიკებს გაიკვალავენ… სხვა არაფერია სამშობლოს სიყვარული, თუ არა ამ პატარების მიერ განსახირებული დავითი, თამარი, წმინდა ნინო თუ ქეთევან დედოფალი… საოცარი მხატრული თუ მუსიკალური გაფორმება… წარსულის ქარტეხილების გემოვნებიანი ნაზავი დღევანდელობასთან“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინო” მადლობას უხდის მასწავლებელს, ეკატერინე კვაჭაძესა და მის მოსწავლეებს ულამაზესი ღონისძიებისათვის. სულ მალე დაასრულებენ ეს პატარები მე-3 კლასს და მომავალი სასწავლო წლიდან ახალ სავალ გზას დაადგებიან სკოლა “ნინოს” ღირსეული პედაგოგების თაოსნობით.