19 დეკემბერი, 2018 17:36
სკოლა “ნინოს” მე-5 კლასებში გერმანული ენის მასწავლებელმა საშობაო ტრადიცია გააცოცხლა
სკოლა “ნინოს” მე-5ა (დამრიგებელი: ირმა ალფაიძე) და მე-5ბ (დამრიგებელი: ეკა თითილოკაშვილი) კლასებში გერმანული ენის მასწავლებელმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნანა ადამია-ხურცილავამ საშობა ტრადიცია გააცოცხლა.
,,Advent” – ულამაზესი და უძველესი ტრადიციაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება შობის დადგომამდე 4 კვირის განმავლობაში. ამ დღის დადგომისთვის მშობლები ბავშვებს სპეციალურ კალენდარს ჩუქნიან, რომელიც შედგენილია შობის დღესასწაულამდე, თითოეული დღის გასვლისას კი ბავშვი გარკვეულ საჩუქარს იღებს.
,,Adventus“ ლათინური სიტყვაა და მოსვლას ნიშნავს. შესაბამისად, ეს დღესასწაულიც ქრისტეს დაბადებისთვის მოლოდინს გულისხმობს.
“მადლობა ნანა ადამია-ხურცილავას საინეტერესო და სახალისო პროექტის განხორციელებისათვის!”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.