GE
12 თებერვალი, 2019 14:41

სკოლა “ნინოს” მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებმა ღონისძიება წარმოადგინეს

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოს“ მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებს 8 თებერვალს ჰქონდათ ღონისძიება. ისინი წარსდგნენ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ყინულის დედოფალი“ (ხელმძღვანელი ეკა მამასახლისი). მათი მხიარული განწყობა გადაედოთ მაყურებლებსაც და ასიამოვნეს დარბაზში მოწვეული სტუმრებიც.

სიხარულით აღტაცებულმა ბავშვებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი საკუთარ როლებს. ისინი უახლოეს პერიოდში კიდევ ჰპირდებიან მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლს.

ინგლისური სკოლა „ნინოს” დირექცია დიდ მადლობას მოახსენებს ჯგუფის ხელმძღვანელს, უფროს მასწავლებელს ეკა მამასახლისს და მშობლებს ღონისძიების ჩატარებისა და ცეროდენების გახარებისათვის.

სკოლა ნინო