სკოლა “ნინოს” მოსწავლეები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი მოსიძე, შოთა ხაბარელი, ასევე ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე № 12 ოლქის ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ: ისან – სამგორის რაიონის საჯარო სკოლების და ინგლისური კერძო სკოლა ,,ნინოს’’ მე-10, მე-11, მ -12 კლასის მოსწავლეები.
შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხის შესახებ ისაუბრეს:
- სკოლაში დანაშაულის პრევენცა;
- ნარკოპოლიტიკა;
- და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების საკითხები.
სტუმრებს პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნეს და კითხვები დაუსვეს სკოლის მოსწავლეებმა: ზურაბ და დაჩი მუჯირიშვილებმა, ბექა გელაშვილმა, დავით მნათობიშვილმა, ანა შინჯიკაშვილმა და სხვებმა. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა და მარიამის ბიუროს უფროსმა ქალბატონმა ლალი ბაქანიძემ, მადლობა გადაუხადეს სკოლა ,,ნინოს’’ დირექციას, მასწავლებლებს საუკეთესო თაობების აღზრდისათვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე სხვა დეპუტატებმა, მამუკა მდინარაძემ მიმართა მოსწავლეებს, რომ თამბაქოს და ნარკოტიკის მოხმარება მავნებლობაა და არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისათვის. მან მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის, ბოლოს დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.