18 მაისი, 2017 17:00
სკოლა ,,ნინოს” მოსწავლეებისთვის აქტიური ექსკურსიების პერიოდი დაიწყო
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინოში დაიწყო საინტერესო და სიხარულით სავსე დღეები. სკოლა აქტიურად ახორციელებს ექსკურსიებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ კუთხეებში, ტაძრებში, მუზეუმებსა დაღირსშესანიშნავ ადგილებში.
2017 წლის 13 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი და მოსწავლეთა მშობლები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ვარიანსა და უფლისციხეში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმი, უფლისციხემაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ექსკურსიის ყველა მონაწილეზე.
მოსწავლეებმა ბევრი ითამაშეს, იმღერეს, მოაწყვეს სხვადასხვა ინტელექტუალური და შემეცნებითი თამაში და სხვა.
ექსკურსია მე-12 კლასის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



