GE
15 თებერვალი, 2017 14:06

სკოლა ,,ნინოს” მე-8 კლასებში ღონისძიება – „ერთი წიგნის ანოტაცია“ – ჩაატარდა

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოს” მე-8 კლასებში,14 თებერვალს,  ჩატარდა ღონისძიება – „ერთი წიგნის ანოტაცია“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამი ნაწარმოები: ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“, ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“.

მერვეკლასელებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ, არცთუ ისე, იოლი მოთხრობების ანალიზს. მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი შეხედულებები პერსონაჟების შესახებ, შეისწავლეს ნაწარმოებებში აღწერილი ისტორიული ეპოქა, სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, მწერლების ბიოგრაფიები.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს მოთხრობებში აღწერილი მოვლენების მიმართ. ისინი მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ ფაქტებსა და პერსონალებს, გამოხატავდნენ ინდივიდუალურ დამოკიდებულებას მათ შესახებ.

საღამო ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და საინტეესო გამოვიდა. თითოეული მათგანი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის საქმეს. აღსანიშნავია, მერვე მეორე კლასის მოსწავლე გიორგი კურტანიძე, რომელმაც ინდივიდუალურად წარმოადგინა გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“.

სკოლა დიდ მადლობას უხდის თითოეულ მერვეკლასელს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ  მათი მოსწავლეები არაერთხელ ასახელებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ მომავალი წარმატებისათვის.

სკოლა ნინო