GE
15 ივნისი, 2018 15:36

სკოლა “ნინოს” მოსწავლეებმა მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

სკოლა “ნინოს” მე-11 კლასის მოსწავლეებმა 2018 წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის დირექცია, ყველა მეთერთმეტეკლასელი და მათი მშობლები მადლობას უხდიან სკოლის მასწავლებლებს ბავშვების ასპროცენტიანი მოსწრებისა და საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის.

“ჩვენს მეთერთმეტე კლასელებს გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას! მართალია, ეს წარმატება თითოეული მოსწავლის დაუღალავი შრომის და ბეჯითი სწავლის შედეგია, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვით მათ მასწავლებლებს. ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ როცა სკოლას ჰყავს არაჩვეულებრივი, ქვეყნის მასშტაბით ცნობილი პედაგოგები – ფიზიკაში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი უთურაშვილი; ბიოლოგიის მასწავლებელი, სალომე ბიწაძე; ქიმიის მასწავლებელი, თამარ დარჯანია; გეოგრაფიის პედაგოგები, თამილა თამაზაშვილი და ნაირა მიმინოშვილი – რისი უნდა ეშინოდეს სკოლას, ან ნებისმიერ მოსწავლეს.

თქვენ კი, ჩვენო უნიჭიერესო და მშრომელო მეთერთმეტეებო: დაჩი მუჯირიშვილო, დათო ოზდემირ, დავით მნათობიშვილო და გიორგი გურჩიანო, სხვებო და სხვებო, მთელი სკოლა პირადად კიდევ გილოცავთ ბრწყინვალე წარმატებას! სკოლის ნება რომ იყოს, თქვენ წელსვე გაგიშვებდით ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებულები ვართ, დღესვე აუცილებლად მიიღებდით ნებისმიერი უნივერსიტეტის 100%-იან გრანტს”, – აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სკოლა ნინო