სკოლა “ნინოს” მოსწავლეებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღონისძიება წარმოადგინეს
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინოს” მე-4ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა შონია) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ნინო ახალაძესათან ერთად კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს სკოლის ისტორიაში.
მოსწავლეებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში წარმოადგინეს ღონისძიება ,,მთაწმინდიდან ვეფერებით დედათბილისს’’. მოსწავლეებმა შეაჯამეს მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალა და დამატებითი ინფორმაციები მოიძიეს ქართველ მწერალთა და პოეტთა ბიოგრაფიების შესახებ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება, ისეთი უნარ- ჩვევების განვითარება, როგორიცაა კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითი, დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდურად მუშაობის უნარები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარსაც ეწვივნენ.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



