სკოლა “ნინოს” მოსწავლეებმა საქართველოს რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს
საქართველოს კუთხეების, ქართული ღირებულებების გაცნობა აღზრდისა და განათლების საუკეთესო, განუყოფელი ნაწილია. სკოლა „ნინო“ მუდამ გამოირჩეოდა სასწავლო-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით. გამონაკლის არც წლევანდელი სასწავლო წლის დასაწყისი აღმოჩნდა. ბევრმა პატარამ, თავიანთ დამრიგებლებსა და მშობლებთან ერთად მოიარეს საქართველოს რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი.
6 ოქტომბერს 1-ლი ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი – იზო ნიქაბაძე) ესტუმრნენ „დედა ენის“ შემოქმედის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვარიანში. მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი – თეონა სამხარაძე) მოინახულეს უძველესი შიომღვიმის მონასტერი.
7 ოქტომბერს მე-3 ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლია ჭავჭავაძე) იმყოფებოდნენ ყინწვისის მონასტერში.
13 ოქტომბერს მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა კი (დამრიგებელი მირანდა კიკალიშვილი) მოილოცეს შუამთისა და იყალთოს მონასტრები.
თითოეულმა დღემ პატარების ცხოვრებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ინგლისური სკოლა „ნინოს“ დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, დამრიგებელსა და მშობელს სანტერესო და დაუვიწყარი დღეებისათვის.