19 მაისი, 2018 12:16
სკოლა “ნინოს” სპორტულ მოედანზე, დირექციის აქტიური მხრდაჭერით, “მხიარული სტარტები” გაიმართა
18 მაისს, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოს” სპორტულ მოედანზე, დირექციის აქტიური მხრდაჭერით, ,,მხიარული სტარტები” გაიმართა. ერთმანეთს მე-2ა და მე-2დ კლასის მოსწავლეები დაეჭიდნენ ექვსს სხვადასხვა სპორტულ თამაშში.
მოსწავლეებმა საოცარი ფიზიკური და გონებრივი სისხარტე აჩვენეს და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს კლასის დამრიგებლებს, ლია ჭავჭავაძესა და თეონა სამხარაძეს სახალისო და სასარგებლო აქტივობის ინიცირებისათვის.
“მადლობა სპორტის მასწავლებელს შმაგი მელაშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



