25 დეკემბერი, 2017 17:41
სკოლა “ნინოს” წარმომადგენლობა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრებით ეწვია
დღეს, 25 დეკემბერს სკოლა “ნინოს” წარმომადგენლები, დირექტორის მოადგილის, ნინო ქოქიაურის ხელმძღვანელობით ვეწვიეთ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს. დირექციის, მშობლებისა და მასწავლებლების შესაწირით სკოლამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოხუცებს.
“ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მისცეთ ამ საოცრად თბილ ,ტკბილ ადამიანებს! არავინ არ ვართ დაზღვეული და არ ვიცით, რა მოგველის მომავალში! ღმერთი იყოს ყველა გაჭირვებულის მფარველი! ბევრი ფოტო ვერ გადავიღეთ, მავთულხლართების დანახვამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა ყველას! საქველმოქმედო ღონისძიებაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ყველას მადლობას გიხდით”, – აღნიშნა სკოლის დირექციამ.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო