GE
7 აპრილი, 2017 16:31

სკოლა „ნინოში“ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საპატივცემულოდ ღონისძიება ჩატარდა

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოში“ სწავლობენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების შვილები: ლიკა ახობაძე, მათე მელქაძე და გიზო წულაია. სკოლა და მთელი ქართველი ხალხი ქედს იხრის მათი სახელოვანი მამების: მერაბ ახობაძის, ლევან მელქაძის, გიზო წულაიას გმირობისა და ხსოვნის წინაშე.

6 აპრილს, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა „ნინოში“ ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცების საპატივცემულოდ ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდა დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები, სკოლის დირექცია, სკოლის პედაგოგები და ამავე სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის აქტივობა: სიმღერები, ცეკვა, ლექსები და ა.შ. ღონისძიების დასრულების შემდეგ დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადაეცათ მადლობის წერილი და საჩუქრები.

ღონისძიების ორგანიზებისათვის სკოლის დირექცია, დიდ მადლობას უხდის: თინათინ ჯაშს, რუსუდან აბდუშელიშვილს, პირიემზე წიკლაურს, სოფიო ბეგიაშვილს, თამუნა ახვლედიანს. და ბატონებს: რობერტ ღონღაძეს და ლევან ჯიქურაშვილს.

სკოლა ნინო