სკოლა „ნინოში“ 2018 წლის პირველი პედსაბჭოს სხდომა ჩატარდა
ინგლისური ენის გაძლიერებული სკოლა „ნინოში“ ჩატარდა მიმდინარე, 2018 წლის პირველი პედსაბჭოს სხდომა. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუშაობის პროცესში მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, დასახულ იქნა სამომავლო გეგმები და 2018 წლის მეორე სემესტრში გასაკეთებელი საქმეები. შემუშავდა სკოლის მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებისათვის კონკრეტული ღონისძიებები.
,,ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი დაუღალავი, მუხლჩაუხრელი, უმაღლესი პროფესიონალიზმის და დაკისრებული მოვალეობისადმი დიდი ერთგულებისათვის! 25 წელია საქვეყნოდ ვაცხადებ და ახლაც ვიმეორებ – ჩვენი სკოლა (და ალბათ ნებისმიერი სკოლა) პედაგოგების მხრებზე დგას, ბავშვების უდიდესი სიყვარულითა და ზრუნვითაა გაჟღენთილი და სკოლის ყველა დიდი წარმატება მათი დამსახურებაა!”, – გვითხრა სკოლის დირექციამ.
სკოლა ასევე მათს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს ულოცავს ახალი წლის მობძანებას.