GE
25 დეკემბერი, 2017 14:21

სკოლა „ნინოში“ ჩატარებული პედსაბჭოს სხდომა და სკოლის ადმინისტრაციის მილოცვა

ინგლისური ენის გაძლიერებული სკოლა „ნინოში“ ჩატარდა მიმდინარე 2017 წლის დასკვნითი პედსაბჭოს სხდომა. სკოლის მუშაობის მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებთან ერთად დასახულ იქნა სამომავლო გეგმები, 2018 წლის მეორე სემესტრში გასაკეთებელი საქმეები. შემუშავდა სკოლის მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებისათვის კონკრეტული ღონისძიებები.

“ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი დაუღალავი, მუხლჩაუხრელი, უმაღლესი პროფესიონალიზმის და დაკისრებული მოვალეობისადმი დიდი ერთგულებისათვის! 25 წელია საქვეყნოდ ვაცხადებ და ახლაც ვიმეორებ – ჩვენი სკოლა (და, ალბათ, ნებისმიერი სკოლა) პედაგოგების მხრებზე დგას, ბავშვების უდიდესი სიყვარულით და ზრუნვითაა გაჟღენთილი და სკოლის ყველა დიდი წარმატება მათი დამსახურებაა! ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, თანამშრომლებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ღმერთისაგან და ადამიანებისაგან დალოცვილები ბრძანდებოდეთ!”, – ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

სკოლა ნინო