30 იანვარი, 2018 15:18
სკოლა “ნინოში” მოწვეული უცხოელი პედაგოგი თავისუფალ გაკვეთილებს ატარებს
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინოში” სხვადასხვა წლებში ბევრჯერ იყო მოწვეული უცხოეთიდან ინგლისურენოვანი სპეციალისტები. წელსაც სკოლამ ტრადიციას არ უღალატა.
“საუცხოო პედაგოგი მოვიწვიეთ სკოლაში. ქალბატონი ნელ ჰეიდი-ტერეზა, რომელიც საერთაშორისო ტრენერია, ინგლისურ ენაში ატარებს მაღალი დონის გაკვეთილებს, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ვიდეოგაკვეთილებს. ძირითადი აქცენტი გამახვილებულია ზეპირ, სალაპარაკო ინგლისურზე”, – გვითხრეს სკოლაში.
სკოლის ინფორმაციით, იგი უჩვეულო ე.წ. თავისუფალ გაკვეთილებს ატარებს და ყველა ბავშვს უქმნის საკუთარი აზრის გამოხატვისათვის პირობებს.
სკოლა მადლობას უხდის ნელ ჰეიდის სკოლაში ხალისიანი და სასარგებლო ატმოსფეროს შექმნისათვის.