სკოლა „ნინოში“ სახვითი ხელოვნების მასწავლებლები ბავშვებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში ეხმარებიან
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოს” ხელოვნების მასწავლებლები მათს უნიჭიერეს მოსწავლეებს უხალისებენ სასკოლო ცხოვრებას და მათთან ერთად საინტერესო ხენკაეთ ნივთებს ქმნიან. სახვითი ხელოვნების გაკვეთილებს ინტენსიურად ატარებენ, რაც ბევრ ბავშვს ხატვის დაწყებაში დაეხმარა, ბევრს არსებული ნიჭი კიდევ უფრო განუვითარა და საკუთარი შესაძლებლობები დაანახა.
ხელოვნება – ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. ხელოვნება ავითარებს წარმოსახვით უნარს, შემოქმედებით მიდგომასა და კრიტიკულ აზროვნებას.
სკოლის მიზანია მოსწავლეებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი საზრიანობის და კრეატიულობის განვითარებას დაეხმარება. მასწავლებლები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევენ გამოხატონ თავიანთი თავი ხელოვნებაში. აითვისონ ახალი სამყარო და შექმნან საკუთარი ხელებით რაღაც განსაკუთრებული და ორიგინალური. ამაში დიდი წვლილი სკოლის მასწავლებლებს პირიმზე წიკლაურს და ვაჟა გოგინაშვილის მიუძღვით.
გთავაზობთ პატარა მხატვრების მუშაობის პროცესს და ზოგიერთი მათგანის ნამუშევრებს: