7 თებერვალი, 2017 13:34
,,სკოლა ოპიზას“ მანდატურმა მოსწავლეებს საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარა
,,სკოლა ოპიზას“ მანდატურმა, ფატი ბესტავაშვილმა, I გ და III დ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა გაკვეთილი თემაზე: მანდატურის ფუნქციები სკოლაში და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოსწავლეები საინტერესო მეთოდიკით, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, გაეცნენ უსაფრთხოების წესებს, საგზაო ნიშნებსა და მათს სამოქალაქო უფლება-მოვალეობეს.
მოსწავლეებისათვის საინტერესო თემებზე სკოლის მანდატური კვლავ განაგრძობს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას სხვადასხვა საფეხურის კლასებში.