სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სასახლე „მუზაში“ ჩატარებულ გამოფენაში, სადაც პროექტში „ჩემო საქართველო” რომის ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს პროფესიონალ და ახალგაზრდა მხატვრებს.
მოსწავლეებმა გამოფინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ოსტატობა გამოამჟღავნეს ძველი თბილისის მოტივზე დახატულ ნამუშევრებში, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ეკატერინე სიორდიამ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სკოლის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.
სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს ქალბატონ ერნა წიფურიასა და ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს სოფიო ლიჩელს, მსგავსი ტიპის პროექტებში მოსწავლეების აქტიური ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის. მშობლებსა და მასწავლებლებს: ნონა წამალაშვილსა და მაკა წურწუმიას კი განსაკუთრებული თანადგომისათვის.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი