18 ნოემბერი, 2024 17:38
სკოლა „პოლიგლოტს“ თანამედროვე ქართველი მწერალი თამარ გეგეშიძე ესტუმრა
სკოლა სკოლა „პოლიგლოტს“ თანამედროვე ქართველი მწერალი თამარ გეგეშიძე სტუმრობდა, შეხვედრა ლიტერატურული კლუბის ინიციატივით ჩატარდა.
მწერლის ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით ,,სული- ჩიტი” რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო მკითხველთა გულები. მას ასევე ეკუთვნის რომანი ,,საშლელები”, რომელიც 2020 წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელმა ასოციაციამ წლის ბესტსელერად გამოაცხადა.
ლიტერატურული კლუბის წევრებმა მწერალს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს, პრეზენტაციები წარუდგინეს, ღონისძიების ბოლოს კი მწერალმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
სკოლა სკოლა „პოლიგლოტი“ და ლიტერატურული კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თამარ გეგეშიძეს სტუმრობისთვისა და საინტერესო შეხვედრისთვის.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი