GE
10 იანვარი, 2017 11:37

სკოლა „პოლიგლოტი“ 2017 წელს საზეიმო განწყობით შეხვდა

დეკემბრის ბოლოს სკოლა „პოლიგლოტის“ IV-VII კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს. ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს დისნეის ზღაპრები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“,  „მახინჯი ბატის ჭუჭული“ და „კონკია“. მოსწავლეებმა გამოავლინეს მსახიობური ნიჭი და ინგლისურ და რუსულ ენებზე შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ასე მიულოცეს სკოლას შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს VII  კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს თუ როგორ აღნიშნავდნენ  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის მობრძანებას.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ინგლისური ენის მასწავლებლები ელიზავეტა ზაზაძე და ინგა ბრეგვაძე, ქართული ენის მასწავლებლები  მაკა ტოფაძე და თეონა დიასამიძე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა, დეკორაციები შექმნა ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ დააჯილდოვა ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით მკითხველთა კონფერენციაში მონაწილეები. ასევე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით  დაჯილდოვდნენ ჭადრაკის ტურნირში  გამარჯვებული მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა  და მათ მშობლებს ამ მშვენიერი საღამოს მოწყობისათვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი