სკოლა „პოლიგლოტი“ ახალი სკოლის მოდელის სასკოლო დონეზე დანერგვის პროცესშია
27 ივნისს, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა მასწავლებელთა რეგიონული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლა „პოლიგლოტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ანა ჯავახიშვილმა. მან წარმატებით წარადგინა კომპლექსური დავალება თემატური ბლოკიდან, ,,ადამიანი და ბუნება“ და მიიღო ეროვნული კონფერენციის მოსაწვევი, რომელიც გაიმართება ივლისის თვეში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორთა შორის იყო „პოლიგლოტის“ ახალგაზრდა კოლეგა, ნათია კოხოძე, რომელიც ასევე არის ახალი სკოლის მოდელის დანერგვის კოორდინატორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი.
გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ხათუნა ლოდიამ მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის. სკოლა „პოლიგლოტი“ თავის მხრივ, მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს და გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსს ამ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის და ასევე – კოორდინატორ თიკო სიბაშვილს და ქოუჩექსპერტ მაია ბოჭორიშვილს თანადგომის, დახმარებისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
კონფერენციის ფარგლებში, მასწავლებლებსა და სკოლებს მიეცათ საშუალება, გაეზიარებინათ თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკა, შეეძინათ გამოცდილება და წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით.