სკოლა „პოლიგლოტი“ ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის დისტანციურად ჩატარებისათვის ვირტუალურ ლაბორატორიას იყენებს
სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას.
“სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისთვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა ZOOM-ის მეშვეობით. სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მეტყველებს სკოლა „პოლიგლოტის“ პედაგოგების მაღალ პროფესიონალიზმსა და მოსწავლეთა დიდ აკადემიურ მოთხოვნაზე. სკოლა მადლობას უხდის მშობლებს სწავლა-სწავლების საქმეში აქტიური ჩართულობისათვის”, – აღნიშნეს სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლას აქვს ვირტუალური ლაბორატორია, რომელსაც აქტიურად იყენებს ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის დისტანციურად ჩატარებისათვის, რაც იძლევა საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიანად სწავლების საშუალებას.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი