28 ნოემბერი, 2024 11:05
სკოლა „პოლიგლოტი“ ფრანგული ლიცეუმების კვირეულზე
საფრანგეთის მთავრობამ საზღვარგარეთ ფრანგული ლიცეუმების კვირეული ჩაატარა.
კვირეულის ფარგლებში საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გარსი სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორებსა და ფრანგული ენის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრა გაიმართა კავკასიის ფრანგულ სკოლაში.
ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო. მხარეებმა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შთამბეჭდავი და ინტერაქციული შეხვედრა დასრულდა ალაფურშეტით.
სკოლა მადლობას უხდის საფრანგეთის ელჩს საქართველოში და კავკასიის ფრანგულ სკოლას გულთბილი მასპინძლობისთვის და დისკუსიისთვის.